ნინი ბადურაშვილის ვენეციური თავგადასავალი გრძელდება.
ქართველმა მომღერალმა ვენეციის კინოფესტივალზე გაიბრწყინა, სადაც Armani beauty წარადგინა.
მომღერალი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის:
„მქონდა პატივი წარმედგინა Armani beauty ვენეციის კინოფესტივალზე.
მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ამხელა სითბოსთვის, რასაც ეს დღეებია ვიღებ თქვენგან ეს ყველაფერი ჩემთვის ფასდაუდებელია! დიდი მადლობა თქვენ“ – წერს ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში.
მომღერლის მენეჯერი გვიზიარებს კადრებს, სადაც ჩანს როგორ ემზადებოდა ნინი ხალიჩაზე გასასვლელად.
ქართული სილამაზე ვენეციის წითელ ხალიჩაზე!“ – ნინი ბადურაშვილი ვენეციის კინოფესტივალზე მიიწვიეს