LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ემზადებოდა პირველი ზარისთვის ცნობილი ექიმის, თემურ მიქელაძის ქალიშვილი: „ახალ ეტაპს იწყებენ. პირველ რიგში, ვუსურვებ ჯანმრთელობას…“

162
0ad171a4-21c4-4261-a041-a941b5a46948

ცნობილი პედიატრის, თემურ მიქელაძის გოგონა პირველკლასელია.

„დილა მშვიდობისა საქართველომ“ ოჯახში პირველი ზარის წინ სამზადისი გადაიღო:

„ემოციებით ძალიან დატვირთულები ვართ ყველა. განსაკუთრებით ეს დღეები მახსენდებოდა ჩემი პირველი და მეორე გოგონების პირველი დღე სკოლაში. გამოცდილებას თავისთავად მოაქვს სიმშვიდე, ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, ბედნიერი იყოს და სასკოლო გარემოში თავი კარგად იგრძნოს…“, აღნიშნავს ბავშვთა ნევროლოგი, გვანცა არველაძე, თემურ მიქელაძის მეუღლე.

თავად

„ჩემი ექვსი წლის პაციენტები მიდიან სკოლაში. როცა ვუვსებთ ფორმა ასს და ვამზადებთ სკოლისთვის, მეც ვთვლი, რომ ჩემი ბავშვი მიდის სკოლაში. ახალ ეტაპს იწყებენ. პირველ რიგში, ვუსურვებ ჯანმრთელობას…“, დასძენს თემურ მიქელაძე.

„მე ვიცი, რომ ჩემი დაიკოები კარგად სწავლობენ და მინდა, მეც კარგად ვისწავლო… ყველაფერი ფერადი შევარჩიე“, აღნიშნავს თემურ მიქელაძის ქალიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g