ცნობილი ტელესახე მერიკო კარტოზია, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და იქიდან გვაწვდის რეპორტაჟებს, გვიზიარებს კადრებს, როგორ გადავარდა ხრამში ფაეტონი, სადაც ის და მისი რესპონდენტი ისხდნენ. ამ ინციდენტის შედეგად, მერიკომ ფეხი დაიზიანა და საოპერაციოდ სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში.
„იმდენად კურიოზულია, 21-ე საუკუნეში ამერიკაში ეტლიდან რომ გადაყირავდები ჩაწერის დროს ეკალ-ბარდებში და ფეხს მოიტეხ, ცოტა კომიკურიც არის“, აღნიშნავს ვიდეოში მერიკო კარტოზია.