LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ გამოიყურება ახალი Hyundai Tucson

95
tucsonnews

Hyundai Tucson–ის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება და სამხრეთ კორეულმა ბრენდმა კროსოვერის თიზერის გავრცელება გადაწყვიტა. მეოთხე თაობის მოდელი მიიღებს უჩვეულო წინა ოპტიკას, რომელიც ვიზუალურად რადიატორის ბადესთან იქნება გაერთიანებული.

მოდელის ექსტერიერი უკვე დიდი ხანია რაც საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, კომპანიამ ცოტა ხნის წინ ინტერიერის ამსახველი ჩანახატები და ფოტოები თავად გაავრცელა.

კროსოვერის სალონში ღილაკები გაქრება და ვირტუალური ეკრანი გაჩნდება. იქვე განთავსდება 10,25 დიუმიანი სენსორული დისპლეი და მულტიმედიური სისტემა სწორედ მისი დახმარებით იმართება.

წინასწარი ინფორმაციით, Tucson მიიღებს 1,6 ლიტრის მოცულობის „ტურბო–ოთხიანს“ და აგრეგატს 183 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება.

მოდელი ბაზარზე სავარაუდოდ 2021 წლიდან გამოჩნდება და მისი ღირებულება მოგვიანებით დაზუსტდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები