ატელიე Ares Design-მა თავის Youtube-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სუპერქარი Panther ProgettoUno მოძრაობაშია გადაღებული. ლეგენდარული De Tomaso Pantera-ს სტილში შესრულებული მოდელი გადაადგილების დროს პირველად გადაიღეს.
პროპორციებითა და ფორმებით Panther ProgettoUno-ში ლეგენდარული „პანტერას“ ამოცნობა ნებისმიერ ავტომოყვარულს შეუძლია. სუპერქარის თანამედროვე ინტერპრეტაცია Lamborghini Huracan-ის ბაზაზეა აწყობილი, „ატმოსფერული“ V10 5.2 ძრავითაა უზრუნველყოფილი და 650 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და პირველი „ასეულის“ განვითარება 3,1 წამში შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კილომეტრ/საათს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ორკარიანი Panther ProgettoUno-ს გარდა ატელიე Ares Design-ს კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტი აქვს, მაგალითად – კუპე Bentley Mulsanne და 1980 წლის წინაძრავიანი Ferrari 412.