შორენა ბეგაშვილმა ბიზნესვუმენის, მარიამ კუკუნაშვილის შუშის სასახლე დაათვალიერა. როგორც ტელეწამყვანმა აღნიშნა, ერთ-ერთმა ოთახმა მას მოაგონა ღამის კლუბი. მარიამ კუკუნაშვილის მდიდრულ სახლში არის ულამაზესი თეთრი როიალი და ასევე უდიდესი გარდერობი, რომელიც სხვადასხვა ბრენდული ნივთითაა სავსე, ზოგიერთი მათგანი მის მფლობელს ჯერჯერობით არც ჩაუცვამს…
მარიამ კუკუნაშვილი სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელია და ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქართველ ქალად მიიჩნევა.