LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ იხსენებს მარიამ შენგელია „ევროვიზიის“ შიდა სამზარეულოს და რას ამბობს ნუცა თოფურიასთან მეგობრობაზე: „საზოგადოებამ გადაგწყვიტა და დაგვყო, რომ ერთმანეთის მტრები ვართ…“

258
მარიამ შენგელია

მარიამ შენგელია „სმარტ პოდკასტ 24“-ს სტუმრობდა და „ევროვიზიის“ შიდა სამზარეულოს შესახებ ისაუბრა: „ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, კონკურენცია არ იგრძნობოდა. ყველაზე საინტერესო იყო შიდა სამზარეულო. სცენაზე ყველაფერი მოწესრიგებულად ჩანს, მაგრამ შიდა სამზარუელო ძალიან ქაოსურია. 20 დღით ადრე ცავედი ბაზელში და ექვსი რეპეტიცია მქონდა, ექვსის მერე რომ დავდექი სცენაზე, ძალიან გაიწელა. ისეთი გამოცდილება მქონდა, ცხოვრებაში ასეთი მეორე ალბათ არ მექნება“.

მარიამმა ასევე ისაუბრა ნუცა თოფურიასთან ურთიერთობისა და მეგობრობის შესახებ:

„სიმართლე რომ გითხრათ, იყო საუბარი, რომ ურთიერთობა არ გვაქვს და ვიჩხუბეთ, რაც არ ასე არ იყო. ჩვებ გვქონდა ურთიერთობა. საზოგადოებამ გადაგწყვიტა და დაგვყო, რომ ერთმანეთის მტრები ვართ. ტიკ-ტოკ ტრენდი გადავიღეთ, რომ ჩვენ დავბრუნდით. მტკიცებასაც აზრი არ ჰქონდა. ნუცა ჩართული იყო ბევრ რამეში, ჩემზე ძალიან მოქმედებს გარშემომყოფების აზრი. ნუცა არის ერთ-ერთი ადამიანი, ვინც დიდ ზეგავლენას ახდენს ჩემზე, კარგი გაგებით. ძალიან იყო ჩართული „ევროვიზიის“ ამბებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g