LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ იმღერა ნინო ჩხეიძემ შეცდომით უცხო ადამიანების ქორწილში: „ვიძალადე და ავედი სცენაზე უკმაყოფილო სახით…“

6239
ნინო ჩხეიძე და გიორგი გაბუნია

ნინო ჩხეიძე გიორგი გაბუნიას შოუს ესტუმრა და ახლახან თავს გადახდენილი კურიოზიც გაიხსენა.

ის ერთ-ერთ ქორწილში სტუმრად ისე დაპატიჟეს, რომ სიძე-პატარძლისთვის სიურპრიზად უნდა გამოსულიყო სცენაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნინო შეცდომით სულ სხვა ადამიანების ქორწილში მივიდა:

„მივედი და კაციშვილი არ მეძახის. დირექცია მოვიდა, სად არის ორგანიზატორი, ვინ დამირეკა-მეთქი. ვერ იპოვეს ორგანიზატორი. როგორც იქნა, ვიძალადე და სცენაზე ავედი. უკმაყოფილო ვარ… ხალხი არ მელოდებოდა… კი გაუხარდათ. ატყდა ამბავი. მესამე სიმღერაა და მანიშნებს მენეჯერი რაღაცას. ვიფიქრე, რას მანიშნებს-მეთქი. ამ ქორწილში არა ხარო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g