მისურის შტატის პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც Chevrolet–ის ავტოსალონიდან ყველგანმავალი Tahoe–ს და სპორტქარი Corvette–ის გატაცებაა ასახული. კადრები სხვადასხვა რაკურსიდანაა გადაღებული და გამტაცებლების სახებიიც გარკვევით ჩანს.
მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე სადილერო ცენტრების ძარცვა ჩვეულ მოვლენად იქცა, გამონაკლისი არც Don Brown Chevrolet ავტოსალონი ყოფილა. ოფისში დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ შედის მცირე დაჯგუფება და მაგიდების ჩხრეკვას იწყებს. ამ დროს მეორე კამერამ გადაიღო თუ როგორ გაიყვანეს საგამოფენო დარბაზიდან ორი მოდელი. ყველგანმავალი Tahoe–ს ფასი 50 ათასი დოლარია, სპორტქარი კი კიდევ უფრო ძვირი ღირს.
ვიდეოში ასახულ მამაკაცებს პოლიცია აქტიურად ეძებს.
Below is surveillance video of the incident. pic.twitter.com/cVHmI5j2jg
— St. Louis, MO Police (@SLMPD) June 8, 2020