კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სპორტქარი ტრანსპორტირების დროს არ დაზიანდეს.
Youtube-არხზე Cars and Crosbie გამოჩნდა ვიდეო, სადაც ახალი Chevrolet Corvette-ის ადრესატთან მიტანა და შემდეგ მისი გახსნაა აღბეჭდილი. სპორტქარი ისეა შეფუთული, თითქოს დაბადების დღის საჩუქარი იყოს და მისი გახსნა ნამდვილად ემოციურია. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ძვირადღირებული ავტომობილი ტრანსპორტირების დროს არ დაზიანდეს.
Corvette მყიდველამდე სატვირთო ავტომობილით მიაქვთ. ამ დროს ის მთლიანად შეფუთულია და მის გახსნას მხოლოდ ახალი მფლობელი შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი თაობის Corvette გასულ წელს გამოვიდა, თუმცა მისი გაყიდვები 2020 წლიდან დაიწყო.
„კორვეტის“ საბაზისო ღირებულება 59 995 დოლარია.
