თიკა ფაცაცია, როგორც ჩანს, „რუსთავი 2“-ზე ორი პროექტის წამყვანობის პარალელურად, ოჯახური ამბებისთვისაც მშვენივრად იცლის. მას არცთუ მსუბუქი დღის გრაფიკი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სახლში სამზარეულოში საქმიანობას მაინც ახერხებს.
ახლახან თიკამ გაგვიზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აცხობს ის ულამაზეს კრუასანებს. მისი გამომწერები ინტერესდებიან, როგორ ასწრებს თიკა სახლშიც და გარეთაც ერთნაირი წარმატებით საქმიანობას.
