LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა კალათბურთელებს ვენესუელასთან გამარჯვება: „სპორტულად ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა“

310
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზეა. პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ილიას ზუროსის მოთამაშეებმა ვენესუელის ნაკრები 70:59 დაამარცხეს და ტურნირის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ.

სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე ვენესუელის დამარცხება სპორტულის გარდა პოლიტიკურადაც უმნიშვნელოვანესია. ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს ნაკრების წევრებისთვის გამარჯვების მილოცვისას განაცხადა.

ვიდეოს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

„სპორტულად ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა, რადგან ეს [ვენესუელა] ის ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთი თავის ტვინში წაგვართვა და აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

 

 

“სპორტულად და პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება!” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on ოთხშაბათი, 30 აგვისტო, 2023

 

 

ამ ორი მიმართულებით ჩვენ ისინი სამაგალითოდ დავჯაბნეთ და მადლობა თქვენ ამისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები