ნოდიკო ტატიშვილს ახლახან დაბადების დღე ჰქონდა. როგორც სოცქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, მას მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყვეს და შინ ტორტით, სანთლებით, ბუშტებით და ფეიერვერკებით მიადგნენ. ნოდიკოსთვის ეს სიურპრიზი აღმოჩნდა და ძალიან დიდი ემოციები გამოხატა. მომღერალსაც და მის სტუმრებსაც პირბადეები ეკეთათ.
ნოდიკომ ვიდეოს ასეთი აღწერა დაურთო:
„ასე დაიწყო ჩემი დაბადების დღე. შემდეგ გაგრძელდა ასეთივე ემოციებით და ოკეანე მოლოცვებით!
უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს დაბადების დღის მოლოცვისთვის.
ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ თქვენი წყალობით, მაბედნიერებთ და მახარებთ!
უდიდესი სიყვარულით გიხდით მადლობას!
ბედნიერები იყავით და ჯანმრთელები!
ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და უზომოდ მადლიერი ვარ!
P.S კოვიდის ანალიზის პასუხიც უარყოფითითია ამასობაში“.