მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი მეუღლესთან ერთად ხშირად აზიარებს კადრებს უჯარმიდან. მიწის ნაკვეთი მან ცოტა ხნის წინ შეიძინა და ეკოლოგიურად სუფთა, ხის სახლი ააშენა.
გადაწყვეტილების მიზეზი მათი შვილია, პატარა გალა. წყვილს უნდა, რომ გალას ეზოში თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეს.
წყვილი სახლს საკუთარი ძალებით უვლის. ამჯერად მათ კიდევ ერთი ვიდეო გააზიარეს, სადაც ჩანს, როგორ მუშაობენ.