YouTube ბლოგერმა Flexiny-მ იპოვა ძველი Mercedes-Benz W124, რომელიც მთელი 16 წელი უძრავად იდგა. ავტომოყვარულმა 1988 წლის სედანი სხვა ადგილას გადაიყვანა და ძრავის ამუშავება სცადა.
ავტომობილი მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ძარა დაჟანგდა, საბურავები დაეშვა, კაპოტის ქვეშ კი ბევრი ჭუჭყი და ფოთლები დაგროვდა. პირველ რიგში ბლოგერმა საბურავები დაბერა, შემდეგ ავტომობილი სადგურზე გადაიყვანა და ახალი აკუმულატორიც დაუმონტაჟა.
პირველი მცდელობით ძრავის ამუშავება ვერ მოხერხდა და აგრეგატი სიცოცხლეს მხოლოდ რამდენიმე მანიპულაციის შემდეგ დაუბრუნდა. თუმცა, გადაცემათა კოლოფი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ავტომობილის ადგილიდან დაძვრა ასე მარტივი არ იქნება.