კახა მამულაშვილი გვიზიარებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ მუშაობს ახალი სიმღერის ჩაწერაზე ლელა წურწუმია გიგა კუხიანიძის სტუდიაში. როგორც ჩანს, მალე სიმღერის პრემიერა გველოდება.
„ჩემო მეგობრებო, ჩავწერეთ ახალი სიმღერა „გზები”, ბატონი ვაჟა დურგლიშვილის, არანჟირება გიგა კუხიანიძის, ტექსტი მორის ფოცხიშვილის. ეს სიმღერა ეძღვნებათ ჩვენ ემიგრანტებს, მალე დაიწყება კლიპის გადაღება, რეჟისორი: დათო აბრამიშვილი. სიმღერის პრეზენტაცია შედგება ანტვერპენში“.