„სიენენის“ რეპორტაჟში სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში ახალი წლის ზეიმის კადრები აჩვენეს, მათ შორის იყო თბილისიც.
„ეს არის თბილისის თაიმ სქვერი“, – ამბობს რეპორტაჟში „სიენენის“ ჟურნალისტი, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფება.
თბილისთან ერთად, რეპორტაჟში ნაჩვენები იყო ახალი წლის ზეიმი ნიუ იორკში, ლონდონში, პარიზში, რიო დე ჟანეიროში, ტოკიოში, ათენში, დუბაიში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.