პოდკასში „უეჭველი ქართველია“ მომღრალი სალომე ქათამაძე ჰყვება, როგორ იპოვა და შეუყვარდა ნიუ იორკში თავად ქუთაისელს ქუთაისელი ბიჭი:
„შემიყვარდა ერთი ბიჭი, ნიუ იორკში. სხვათა შორის, მეც ხომ ქუთაისელი ვარ წარმოშობით. ამხელა ნიუ იორკში ჩამოვედი და აქაც რომ ქუთაისელს იპოვი. შეგიყვარდა ერთმანეთი, მთელი ამბები…
უახლოესი მეგობარი იყო, მაგრად ვმეგობრობდით. ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ შევუყვარდი, ამიხსნა სიყვარული. ამ დროს თვითონ ურთიერთობაში იყო. მეთქი, ეს რა მოხდა, რა დაგვემართა. კარგი, რა გჭირს, გეჩვენება-მეთქი. საუკეთესო მეგობრები ვართ და აქედან გამომდინარე გელანდება-მეთქი. არა, არაფერიც არ მელანდება, მიყვარხარ უკვე ერთი წელი და თვეებია, ტყუილში გაცხოვრებდი და უნდა მეთქვაო. მერე უცებ მეც დავფიქრდი, რატომ ვერ შევამჩნიე, მეც თუ მაქვს ემოციები-მეთქი. ისე მოხდა, რომ რა ურთიერთობაშიც იყო, ეს ურთიერთობა დაასრულა. ცოტა დრამატულია ეს ყველაფერი… ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, მიხსნის უცებ სიყვარულს ადამიანი, არ ვიცი, აზრზე არ ვარ. იმდენად მიყვარდა და მიყვარს დღემდე, რომ არ შეცვლილა ჩემი ემოციები მის მიმართ. რაღაც პერიოდის მერე დავფიქრდი, როცა მისი წინა ურთიერთობა დამთავრდა და ეს ყველაფერი გამოაშკარავდა მისგან, მიხვდი, რომ მეც გამიჩნდა ემოცია. მნიშვნელობა რომ არ აქვს, შენს ცხოვრებაში ადამიანი რა სტატუსით იქნება, იმდენად დიდია ჩემი სიყვარული და პატივისცემა მის მიმართ. მანამდე არანაირი ლტოლვა და ვნება მის მიმართ არ მქონია, მერე, რადგან ცოტა მეტად გავხსენი ემოციები და დავფიქრდი, ეს ყველაფერი მერე მოვიდა. ისე მიყვარს დღემდე, რომ… დღეს ერთად ვართ. რაღაც პერიოდი ერთად არ ვიყავი, ძალიან ცუდი იყო ეს პერიოდი, იყო ბევრი დრამა. საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა, რომ ერთად ვართ და გვყავს გიორგი, რომელიც ძალიან ჰგავს მამას, არის ექვსი წლის. არის მუსიკალური. რაღაცებს ღიღინებს, აქვს ნიჭი. მე რომ რაღაც ვასწავლო ჩემს შვილს, არ გამოვა, ჩემს შვილს როგორ მივუდგე, არ ვიცი…“
