LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როგორ ტირის…“ – ლიკა კვარაცხელიას ემოციები პირდაპირ ეთერში, როცა ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

1055
ლიკა კვარაცხელია

„რუსთავი ორის“ ეთერში, ლიკა კვარაცხელიამ ემოციები ვერ შეიკავა, როდესაც სპორტის წამყვანი პირდაპირ ეთერში, ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი წარმატების შესახებ ჰყვებოდა.

ვიდეო: „დამიანე კვარაცხელია მამიკოს ჯილდოთი თამაშობს“ – რა კადრებს გვიზიარებს ნიცა თავაძე

გუშინ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს „ასტონ ვილასთან“ მოაგებინა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლი გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გუშინ დაასახელეს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის უეფა-ს სპეციალური ჯილდო გადაეცა.

კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილას“ 49-ე წუთზე გამორჩეული სილამაზის გოლი გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენი“ დააწინაურა, საბოლოოდ კი ფრანგებმა 3:1 მოიგეს.

🥹❤️ ლიკა კვარაცხელიას ემოციები, როცა ხვიჩა კვარცხელიაზე ნიუსს კითხულობენ

🥹❤️ ლიკა კვარაცხელიას ემოციები, როცა ხვიჩა კვარცხელიაზე ნიუსს კითხულობენ ⚽👏🌟 ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ოთხშაბათი, 09 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g