„პირველი არხის“ ეთერში ნინო დადვანი – იაშვილის კლინიკის პასუხისმგებელი ექიმი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ჩვილს უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში.
„ხშირია ასეთი შემთხვევა, რომ შესაძლებელია, ნებისმიერი ასაკის ბავშვს უცხო სხეული გადასცდეს. ახლა შევეხები ჩვილს. უნდა შევაფასოთ, თუ პაციენტი, დაზარალებული არის გონზე, ვიქცევით შემდეგნაირად – ცერას და საჩვენებელ თითს ვათავსებ ყბის ქვედა ნაწილზე, გავხსნით სასუნთ გზებს, გადავიწვენთ ბავშვს წინა მხარზე, ფეხი უნდა გავშალოთ აუცილებლად, ლოგიკურია – თავი გულ-მკერდთან შედარებით უფრო დაბლა უნდა იყოს, გრავიტაციის გზით უფრო მეტია შანსი, რომ მოხდეს უცხო სხეულის გამოდევნა… გაშლილი ხელის გულით ვურტყამთ ბეჭებს შორის ზურგზე ხუთჯერ, ხელით ვუფიქსირებთ თავს, გადმოვატრიალებთ ბავშვს და ხუთ ზეწოლას ვახდენთ მკერდის ადგილას. მერე ისევ გადმოვატრიალებთ, გავხსნით სასუნთქ გზებს და ისევ ვურტყამთ ხუთჯერ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გონზეა. თუ ვხედავთ, რომ ბავში უკვე უგონოდაა. არ უნდა დავიბნეთ. დავაწვინოთ მყარ ზედაპირზე და უნდა დავიწყოთ მკერდის ძვლის ქვედა ნახევარზე ხელის გულით ზეწოლები… რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ დახმარება…“
