LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ვიქცევით გიურზისგან დაკბენის შემთხვევაში? – ჰერპეტოლოგის მნიშვნელოვანი რჩევა

481
2026-07-23_01-31-28_569109

როგორ ვიქცევით გიურზისგან დაკბენის შემთხვევაში?, – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი პოდკასტში „ოთარი ექიმო“ საუბრობს.

„თავდაპირველად ხელიდან უნდა მოვიხსნათ საათი, ბეჭედი, სამაჯური და მსგავსი აქსესუარები. კიდური სივდება და ბეჭედი ძალიან შეგვაწუხებს. უნდა ვიყოთ მოსვენებულ მდგომარეობაში და აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის მიღება. წყალი ცილას ანეიტრალებს და შხამიც ცილას შეიცავს. ამ დროს ძალიან კარგი საშუალებაა დექსამეტაზონი. ასევე კარგია ანტიჰისტამინი რომ მივიღოთ. ასევე შარდმდენი.

ამ დროს წესით სასწრაფოც მოვა. ყველა კლინიკაშია შხამის ანტიდოტი, სადაც გიურზა არის გავრცელებული. არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. ტკივილის დროს ასეთ დროს ყველაზე მიზანშეწონილი არის პარაცეტამოლი. არ შეიძლება ლახტის დადება. შესაძლოა უარესი შედეგი გამოიწვიოს. არ შეიძლება ხელის დასერვა და ამოწვა“, – ამბობს შოთა ზანდუკელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები