LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ვუმკურნალოთ ჭარბ ოფლიანობას – რას ამბობს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

453
შოთა ჯანჯღავა

როგორ გადავჭრათ ჭარბი ოფლიანობის, იგივე ჰიპერჰიდროზის პრობლემა? – ამ საკითხთან დაკავშირებით ექიმმა-ენდოკრინოლოგმა, შოთა ჯანჯღავამ საკუთარი რეკომენდაციები ცნობილ ტელესახეს, ხატია შამუგიას გაუზიარა.

ჭარბი ოფლიანობის პრობლემაზე, რომელიც არაერთ ადამიანს აწუხებს სპეციალისტი ამბობს, რომ აუცილებელია პროფილაქტიკური კვლევის ჩატარება, რათა გამოირიცხოს სერიოზული დარღვევები:

„ჰიპერჰიდროზი ანუ ჭარბი ოფლიანობა ძირითადად დაკავშირებულია ვეგეტონევროზულ და ფსიქო ემოციურ ცვალებადობასთან, მაგრამ გაზაფხულის პერიოდში შეიძლება იყოს ფარისებრის ცვალებადობა და D ვიტამინისა და თუთიის დეფიციტი, ასევე ელექტროლიტური ცვალებადობა.

სჯობს პროფილაქტიკური კვლევის ჩატარება, რათა გამოირიცხოს სერიოზული დარღვევები და თავიდან ავიცილოთ ზოგადი ჰიპერჰიდროზი, რადგან ხელის და ფეხის გულების ჭარბი ოფლიანობა ასე პირდაპირპროპორციულად შეიძლება არ იყოს დაკავშირებული მიკრო და მაკრო ელემენტების დეფიციტთან

რაც შეეხება კვლევებს:

უნდა შევიმოწმოთ ფარისებრის ფუნქციური მდგომარეობა.

ელექტროლიტები – ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი თუთია და D და B12 ვიტამინი.

თუ ეს ყველაფერი წესრიგშია მაშინ ეს არის ფსიქოემოციური მდგომარეობა და ასეთ შემთხვევაში ხდება ბოტულინო ტოქსინით მკურნალობა და ამით საოფლე ჯირკვლების აქტივობა მცირდება“, – ამბობს სპეციალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g