პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე მის მიერ ტაქსში გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მისი განმარტებით, სხვა ადამიანების მსგავსად თავადაც ამ ქალაქში ცხოვრობს, ამიტომ, როგორც თავად განმარტავს, „ამ თემაზე ცინიკური შეკითხვებით ვერ გააკვირვებენ და ვერც დისკომფორტს შეუქმნიან“.
„როგორც სხვა მოქალაქეები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, ისე ვცხოვრობ მეც. ვერაფრით გამაკვირვებთ და ვერც თქვენი ცინიკური შეკითხვები მიქმნის დისკომფორტს“, – აცხადებს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით, „თბილისს კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქვს“. მოგვიანებით, თალაკვაძემ ფოტოს ჰეშტეგი #tbilisitaxi დაუმატა.
ფოტო, სავარაუდოდ ავტომობილში არის გადაღებული, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან სახალისო რეაქციები გამოიწვია. ადამიანები სხვადასხვა ტრანსპორტში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ წარწერით: „თბილისს კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქვს #tbilisitaxi“.
როგორც სხვა მოქალაქეები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, ისე ვცხოვრობ მეც
❗ როგორც სხვა მოქალაქეები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, ისე ვცხოვრობ მეც. ვერაფრით გამაკვირვებთ და ვერც თქვენი ცინიკური შეკითხვეი მიქმნის დისკომფორტს
? არჩილ თალაკვაძე მის მიერ ტაქსში გადაღებულ ფოტოზე ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვამ გააღიზიანაPosted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Friday, October 7, 2022
