„რუსთავი 2“-ის დილის გადაცემისთვის ტელესახე ანა კოშაძე ლევან წულაძესა და მანანა კოზაკოვას შინ ესტუმრა და გაიცნო მათი პირველი შვილიშვილი, ანდრო კოტეტიშვილი.
ლევან წულაძე:
ძალიან ვნერვიულობ, მეშინია, ჯერ ახლოს ვერ ვეკარები, მგონია, რაღაცას გავაფუჭებ. სულ რამდენიმეჯერ დავიკავე ხელში. მერე მივხვდი, რომ თინათინი თურმე არ გამიზრდია. ახლა რომ ვუყურებ, რამდენი ყურადღება სჭირდება ბავშვს, შემრცხვა პირდაპირ. სულ ერთად არიან, მიდის ერთი ამბავი და მე ვარ მორიდებული დამკვირვებელი. მამის ღელვა მქონდა, როდესაც თინათინი წავიდა სამშობიაროში. გავიგეთ ანდროს დაბადების ამბავი, და…
მანანა კოზაკოვა:
განსხვავებული შეგრძნებაა, ცხადია. ნამდვილად ყველაფერი შეიცვალა. შემოაქვს სიხარული, სიყვარული და მერე ამის გაცნობიერება, რომ შენს შვილს ჰყავს შვილი და ის გახდა დედა, ეს საოცრებაა. ერთმა ჩემმა ახლობელმა მითხრა, შვილიშვილები იმიტომ უყვართ, რომ მათ შვილებს კარგად აწვალებენო, მაგრამ ამას ანდროზე ვერ ვიტყვით… მას მხოლოდ ბედნიერება მოაქვს…
ჯერ ვართ ერთად, მე და თინა, ვცდილობ, გვერდში ვყავდე და დავეხმარო. თინათინი ძალიან კარგი დედაა.