LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორი იყო საგზაო მოძრაობა ევროპულ ქალაქებში 100 წლის წინ

45
vintage

Youtube -არხზე Nass გამოაქვეყნეს უჩვეულო ვიდეო, რომლის ავტორის ინფორმაციითაც კადრები 1920-იანი წლების დასაწყისშია გადაღებული. ფერების კორექციის დამსახურებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს, თუ როგორ გამოიყურებოდა სატრანსპორტო საშუალებებო ლონდონში, ნიუ-იორკში, პარიზში, ამსტერდამში და სხვა დიდ მეგაპოლისებში. აღმოჩნდა, რომ 100 წლის წინაც კი ქალაქებში ძალიან აქტუალური პრობლემა იყო საცობები, სადაც ეტლები მანქანებთან ერთად იდგნენ.

ვიდეოს ავტორი ყველას 20-იანი წლების ევროპისა და ამერიკის ქალაქებში მოგზაურობას სთავაზობს. აღდგენილი ვიდეო საშუალებას იძლევა, რომ ამ ქალაქებში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობა ნახოთ.

საგზაო მოძრაობა თითოეულ ქალაქში უნიკალურია. მაგალითად, ამსტერდამსა და სტოკჰოლმში ძალიან ბევრი ველოსიპედისტია. ლონდონში გზებზე საფირმო ორსართულიანი ავტობუსები დადიან. ნიუ-იორკი კი ყველა შესაძლო ვინტაჟური მანქანითაა სავსე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები