LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორი მამა და ბაბუაა ლევან წულაძე: „ვიცი, რასაც განიცდის…“

304
chola (1)

ტელეკომპანია „იმედმა“ ახალი გადაცემა დაიწყო, რომელსაც „მთავარ როლში“ ჰქვია. მის წამყვანი ეკა ამირეჯიბია.

ეკას პირველი სტუმარი მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლევან წულაძე, იგივე ჭოლა გახდა.

ლევან წულაძის მამობისა და ბაბუობის შესახებ მისმა ქალიშვილმა, თინათინმა ისაუბრა და აღნიშნა:

„არაჩვეულებრივი მამაა დღემდე და დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივი ბაბუა იქნება. ჩემთვის მთელი ცხოვრება ძალიან კარგი მაგალითია. ვიცი, რასაც განიცდის – რომ ისე ჩართული ვერ იყო და ისე ხშირად ვერ იყო ჩემთან ერთად, როგორც დედა. ყოველთვის ვიცოდი მიზეზი, რატომ ვერ ახერხებდა ჩემთან ერთად ხშირად ყოფნას. ვიცოდი, რომ ეს იყო საქმისთვის და არასდროს მქონია განცდა, რომ რაღაცას მაკლებს. ვიცოდი, რომ შეუძლებელია ცხოვრება, თუკი ადამიანს არ გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ… ყველა ბავშვი ხედავს, როგორ ურთიერთობენ მშობლები სხვადასხვა ადამიანთან, რამხელა ენერგიას გასცემენ, რამდენად მომთმენები არიან, რამდენად შეუძლიათ სხვის მდგომარეობაში შევიდნენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g