LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორია Aston Martin–ის მოტოციკლეტი მოძრაობაში

113
astonmartinmotonews

ისტორიაში პირველი მოტოციკლეტი, რომელსაც Aston Martin–ის ლოგოტიპი ამშვენებს, მწარმოებელმა ბრიტანულ კომპანია Brough Superior–თან ერთად შექმნა. სიახლის ფოტოები ქსელში არაერთხელ გავრცელდა, თუმცა მისი მოძრაობის ამსახველი კადრები პირველად გამოჩნდა.

სპორტული მოტო Aston Martin AMB 001 მილანის მოტო–გამოფენაზე გასულ წელს წარადგინეს. სიახლე მოძრაობაში V-twin 997 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავს მოყავს და აგრეგატს 180 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. გადაცემათა კოლოფი 6–საფეხურიანია.

მოტოციკლეტი ძირითადად ალუმინისა და ტიტანის შერწყმას წარმოადგენს. მთლიანობაში Aston Martin გეგმავს რომ AMB 001–ის 100 ეგზემპლარი შექმნას და თითოეულის ღირებულება 108 000 ევრო იქნება.

თუკი ავტომწარმოებლის პირველი მოტო–ექსპერიმენტი წარმატებული იქნება, მაშინ ამ სფეროში მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება და ბევრი საინტერესო მოდელი შეიქმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები