LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორია ცუცა კაპანაძის თბილისური ბინა: „46 წელია, ეს სახლი მაქვს…“

408
ცუცა კაპანაძე და გოგოლა კალანდაძე

გოგოლა კალანდაძე ცუცა კაპანაძეს თბილისურ ბინაში ესტუმრა, რომელიც სოლოლაკში მდებარეობს.

მსახიობი აშშ-ში დიდხნიანი ემიგრაციის შემდეგ, თბილისში მცირე ხნით ჩამოვიდა.

„ვერ წარმომედგინა, რომ 18 წლის მერე დავბრუნდებოდი. ჩემი პოპულარობა, ვფიქრობ, „პა-სეანსის“ დამსახურებაა, ხალხს ახსოვხარ. ემიგრაციაში რომ ვცხოვრობ ამდენი წელი, იქ რომ გხვდებიან, მაინც გცნობენ. მაყურებლისგან ამხელა სითბოს რომ გრძნობ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.

18 წელია, რაც წასული ვარ, სულ ორჯერ ჩამოვედი გადაღებაზე. ეს სახლი მაქვს თითქმის 46 წელია. მანამდე ვცხოვრობდი კოლმეურნეობის მოედანზე. როცა ჩამოვედი თბილისში, დეიდაჩემთან ვცხოვრობდი, შემდეგ ჩემს მეგობართან, მერე კი ეს ბინა ვიყიდე, ძალიან პაწაწუნა. მაქვს საერთო სამზარეულო. ზუსტად ერთი თვის წინ ნიკოლოზ წულუკიძემ ჩამოიტანა სპექტაკლი, „ქართული თეატრის ამბები“, სადაც ვითამაშე. როდესაც სპექტაკლი დასრულდა, ნიკოლოზმა თქვა, რომ ემიგრანტისთვის ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ დააწესა ბინაო. კიდევ კარგი, როიალთან ახლოს ვიდექი. ვეუბნებოდი, ცუდად ვარ-მეთქი. ამოვისუნთქე და პატარა ბავშვივით ტირილი დავიწყე… რაც შეეხება ამ სახლს, ეს არის ჩემთვის ყველაფერი, ჩემი პირველი ბუდე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g