LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორია დიზაინერ მაკა კვიციანის ოჯახური გარემო და ტრადიციები

387
BeFunky-collage - 2022-10-26T235120.724

ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე დიზაინერ მაკა კვიციანს სახლში ესტუმრა და საზოგადოებას მისი ოჯახური გარემო გააცნო.

როგორც მაკა კვიციანის დედა, ნანუკა შუკვანი საუბრობს, ხშირად შვილები ამბობენ, რომ ზედმეტად მკაცრია.

“როდესაც იბადები ისეთ გარემოში, მხარეში, სადაც ცხოვრების მკაცრი პირობები და ტრადიციებია, ალბათ უფრო მეტად მომთხოვნი და მკაცრი ხარ. ჩემი შვილების მიმართ ყოველთვის ზომიერად მომთხოვნი ვიყავი”, – საუბრობს ნანუკა შუკვანი.

როგორც მაკა კვიციანი იხსენებს, დედა დილით საწოლის ასალაგებლად გზიდან სახლში აბრუნებდა.

“ჩვენ მშობლების სიყვარულს იმდენად ვგრძნობდით, რომ მათთან ყველაფერზე შეგვეძლო მისვლა”, – საუბრობს მაკა კვიციანი.

მაკა კვიციანის და ბაია კვიციანი აღნიშნავს, რომ ოჯახიდან ყველაზე დიდი შენაძენი საქმისადმი ერთგულება და პასუხისმგებლობის გრძნობა იყო.

“ჩვენს მშობლებს არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ საკუთარი თავიდან გამომდინარე. ყოველთვის იყო ყველაზე წინ ბავშვები”, – საუბრობს ბაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g