LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორია კოკო როინიშვილისა და მისი ქალიშვილის ურთიერთობა: „მითი მგონია, მშობელი რომ შვილს ეუბნება, ყველაფერი ვიცი და ვერ მომატყუებო. მშობლის მოტყუება შეიძლება, აქ სინდისის ამბავია. თუ მომატყუებს რამეს, მგონია, თავად იგრძნობს თავს ცუდად…“

328
კოკო როინიშვილი

ლელა წურწუმიასთან გადაცემაში კოკო როინიშვილი ქალიშვილთან, მარიამთან ერთად ესტუმრა.

მამა-შვილმა საკუთარ ურთიერთობაზე ისაუბრა.

მარო:

„ვიცი, მამას რატომ ვერ მივყავარ სკოლაში. ხანდახან მეღვიძება ხოლმე ადრე, დაველაპარაკები და მერე მივდივარ ჩემს ოთახში და ვიძინებ. ბოლოს, როცა გვქონდა ზამთარში სკოლის ღონისძიება, მაშინ იყო, ყველა ღონისძიებაზე არის ხოლმე. არც ერთი არ გამოუტოვებია. სპექტაკლს ვდგამთ ხოლმე. ვიოლინოს კონცერტიც მაქვს ხოლმე…“

კოკო:

„მე უბრალოდ, გულშემატკივარი ვარ, არანაირად არ ვერევი, პირიქით, მარტო აკეთებს ყველაფერს და ძალიან ჰგავს ამ დროს დედამისს, ანის, რომელიც ახალ სპექტაკლში ძალიან ჩართულია ხოლმე. სულ მუშაობს. ვიოლინოზე რომ უკრავს, მე და მარო ერთად ვერთობით ხოლმე, გიტარაზე და ვიოლინოზე…“

რა თემებზე საუბრობთ?

კოკო:

ყველანაირი კითხვები აქვს, მისი ასაკის და ცოტა უფროს ადამიანს რომ უნდა ელაპარაკო, ისეთებიც. ეს კითხვები რთულია პასუხის გასაცემად. ჯობია, გავიდეს ორი-სამი წელი და მერე აგიხსნი-მეთქი, მიპასუხია. რისი ახსნაც შემიძლია და ვხვდები, რომ ჩვეულებრივად მიიღებს, ყველაფერზე ველაპარაკები. გვისაუბრია ბევრ გულწრფელ თემაზე, მის პირად ურთიერთობებზე მის მეგობრებთან.

მითი მგონია, მშობელი რომ შვილს ეუბნება, ყველაფერი ვიცი და ვერ მომატყუებო. მშობლის მოტყუება შეიძლება, აქ სინდისის ამბავია. თუ მომატყუებს რამეს, მგონია, თავად იგრძნობს თავს ცუდად. როგორც ყველა ადამიანს, საიდუმლო უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, მაროსაც ექნება ასეთი ამბავი…“

magti 5g