LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორია მუნის მკურნალობის მეთოდები – რას გვირჩევს დერმატოლოგი ირმა ბუჩუკური

1274
2025-11-05_22-33-19_543728

ექიმი, დერმატოლოგი ირმა ბუჩუკური „პირველი არხის“ ეთერში მუნთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს და გვასწავლის როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას.

მისი თქმით, აუცილებელია რომ მკურნალობა სპეციალისტის რეკომენდაციით ჩატარდეს და არა თვითნებურად.

„მუნის გოგირდით მკურნალობა ეფექტური იყო, თუმცა ძალიან საწვალებელი და არაკომფორტული პროცედურაა. სადღაც ერთი კვირის მანძილზე გრძელდება ხოლმე და არავის არ აქვს საშუალება ამდენი ხანი სამსახური, ან სკოლა გააცდინოს. ამ დროს ასევე არ შეიძლებოდა დაბანა და შესაბამისად არ იყო მოსახერხებელი.

ამჟამად მისაღებია სხვადასხვა მეთოდები, როგორც ოფიციალური, პროტოკოლის შესაბამისი, ასევე არაოფიციალური. მე მინდა ჩვენი მაყურებელი გავაფრთხილო და ვუთხრა, რომ მკურნალობა მხოლოდ სპეციალისტის რეკომენდაციის მიხედვით ჩაიტაროს. არასწორი მკურნალობა ხანდახან ხდება მიზეზი, დაავადების გამწვავებისა. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან, ასევე სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებთან, განსხვავებული პრეპარატები და მკურნალობის მეთოდები ინიშნება.

არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, ინფიცირებული ადამიანი, როდესაც ჰგონია რომ მუნმა გაუარა და კონტაქტში შევა სხვა პირებთან, სინამდვილეში დაავადებას ავრცელებს. შესაძლოა მუნი 2 თვის მანძილზე არ გამოვლინდეს და შემდეგ დაიწყოს სიმპტომები. მასთან ბრძოლის გზა საკმაოდ კარგად გაწერილი და მრავალ კომპონენტიანია, რაც აუცილებელია, რომ ზედმიწევნით შესრულდეს“, – ამბობს დერმატოლოგი.

როგორ ხდება მუნის მკურნალობა – რას გვირჩევს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g