2024 წლის ევროპის ჩემპიონატიდან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება ვიდეოები, თუ როგორი ემოციებითა და ოვაციებით ხვდებიან ფეხბურთელებს ქართველი გულშემატკივრები.
დღეს ინტერნეტსივრცე კიდევ ერთმა ვიდეომ მოიცვა – როგორ ტირის გიორგი ქოჩორაშვილთან შეხვედრით გახარებული პატარა ქომაგი – ნიტა.
გიორგი ქოჩორაშვილის სახლთან ქომაგები შეიკრიბნენ
მოგვიანებით, ნიტამ საკუთარ ემოციებზე „პალიტრავიდეოსთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყვარელი ფეხბურთის დანახვის დროს თავი ვერ შეიკავა და ატირდა:
„რომ დავინახე, ისე გამიხარდა, არ ველოდი მისი დანახვა ასე თუ გამიხარდებოდა…
როცა ზღვიდან მოვდიოდი, ვუყურებ და უკვე სახით ვხვდები, ვინც არის. გული ამიჩქარდა უცებ. პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ წუხელ ძლივს დავიძინე. რომ ჩავეხუტე, ცრემლები თავისით გადმოცვივდა“, – უყვება ნიტა „პალიტრავიდეოს“.
„გადავწყვიტე გავათამაშო ჩემი 2 მაისური“ – რა გათამაშებას სთავაზობს გიორგი ქოჩორაშვილი ქომაგებს