რომელი დაავადებები აქტიურდება ცხელ სეზონზე, – ამ თემაზე ექიმი, გიორგი ღოღობერიძე, გადაცემა „შუადღეში“ საუბრობს.
მისი თქმით, ასეთი დაავადებაა შაკიკი, რომელსაც სიგრილიდან სიცხეში უეცარი გადასვლა იწვევს.
ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ ტემპერატურის ასეთი უეცარი ცვლილება რეკომენდირებული არ არის.
„ძალიან ცუდია, როდესაც გრილი ტემპერატურიდან უეცრად სიცხეში გადადიხარ. დავუშვათ მანქანიდან ეგრევე ქუჩაში. უნდა ვიცოდეთ, რომ ტემპერატურის უეცარი ცვლილება რეკომენდირებული არ არის. შევეცადოთ, რომ ასე არ მოვიქცეთ. ჩემს შემთხვევაში ეს ეგრევე თავის ტკივილს იწვევს“, – საუბრობს გიორგი ღოღობერიძე.