პოდაგრას პრევენციისა და მკურნალობის ეფექტურ გზებზე ისაუბრა ექიმმა, ზაზა თელიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.
დერმატოლოგი ამბობს, რომ პოდაგრას გართულების პერიოდში, მწვავე შეტევების დროს მკურნალობისთვის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, თუმცა სპეციალისტი ამბობს, რომ აღნიშნული მედიკამენტები ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ.
„პოდაგრას პრევენციისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, წონის კლება და შენარჩუნება.
მიირთვით საკვები პროდუქტებიდან ხილი და ბოსტნეული ჭარბი რაოდენობით, რომ ფერადმა საკვებმა ჩაანაცვლოს ჩვენს რაციონში ეგრეთ წოდებული „ფასთ ფუდი“.
ეს დაავადება არის ქრონიკული, მისი კონტროლი და რემისია შესაძლებელია“, – ამბობს თელია.
👨⚕️👉 რომელია პოდაგრას ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი?👨⚕️👉 რომელია პოდაგრას ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი?
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025