რომელია საუკეთესო დრო ორსულობისთვის – ამის შესახებ გინეკოლოგი მადონა ჯუღელი „რუსთავი 2“-ის გადაცემაში – „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრობის დროს საუბრობს.
გადაცემის იმ მონაკვეთს, რომელშიც მადონა ჯუღელი მოქალაქეებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს, „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„30-დან 35 წლამდე არის ძალიან სასურველი [ორსულობა].
ვთქვათ, მინდა გადავავადო ჩემი ორსულობა, კეთილი, ამ დროს ვიკეთებთ კვლევას, ასევე ვნახულობთ ულტრაბგერით ფოლიკულების რაოდენობას, თუ ვიცით, რომ გარკვეული ცვლილებები აქვს მენსტრუალურ ციკლს, თუ შემცირდა მისი ინტერვალი, მაშინ სასურველია გაკეთდეს ჰორმონი – ესტრადიოლი და ფოლიკულა მასტიმულირებელი ჰორმონი.
კარგია, რომ ქალმა ფერტილობის შეფასებისთვის ეს სამი მნიშვნელოვანი ხაზი ჩაიტაროს“, – აღნიშნავს გინეკოლოგი მადონა ჯუღელი.
