საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, Spend 4 Seasons in Georgia- სთან ერთად, აგრძელებს პროექტს #stayhome and explore National Parks of Georgia (#დარჩისახლში და გაიცანი საქართველოს ეროვნული პარკები).
ამჯერად, საზოგადოებას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე გაგა მუმლაძე მოუყვება, რომელიც ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტია.
როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი ეტაპობრივად იწყებს აღდგენას. მანამდე კი, საქართველოს ეროვნულ პარკებში დისტანციურად ვიმოგზაუროთ.