LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ახასიათებენ ერთმანეთს უნიჭიერესი ბავშვები? კვარტეტმა „ოთხი“ ახალი სიმღერა – პოპური ქართული მულტიპლიკაციური ფილმებიდან შემოგვთავაზა

330
BeFunky-collage (17)

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, კვარტეტი „ოთხი“ – ნიკოლოზ ხარატი, ოთო ბაზერაშვილი, ვაჩე ღვინიაშვილი და გეგა შონია გადაცემას „ჩვენი შოუ“ სტუმრობდნენ.

ბავშვებმა ზაფხულის გეგმებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ არდადეგების პარალელურად, ბევრი კონცერტი აქვთ დაგეგმილი. გარდა ამისა, ბავშვებმა ერთმანეთი დაახასიათეს.

რომელს უყვარს ყველაზე მეტად ძილი? რომელი ჭამს ყველაზე მეტს? – ადრესატი ნიკოლოზ ხარატი აღმოჩნდა. გოგონებთან ყველაზე მორცხვი კი გეგა შონიაა. ტიკ-ტოკის მოყვარულად კი ოთო ბაზერაშვილი დაასახელეს.

ამავე გადაცემაში ვაჩე ღვინიაშვილმა ლექსი წაიკითხა, გადაცემის დასასრულს კი უსაყვარლესმა ოთხეულმა ქართული მულტიპლიკაციური ფილმებიდან სიმღერების პოპური შეასრულა.

magti 5g