დიდთოვლობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გადახურვა დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
BM.GE აეროპორტის მმართველ კომპანია TAV Georgia-ზე დაყრდნობით წერს, რომ „რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებულია“.
„შესაბამისად, მსუბუქი გადახურვის დაზიანების მომენტში აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. TAV ჯორჯიამ ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო“, – აღნიშნავენ კომპანიაში.