LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რუსკა მაყაშვილი: „ეს იყო უწყინარი და დაუფიქრებელი ხუმრობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება დედაჩემისგან და ჩემგანაც მიიღებს გულწრფელ ბოდიშს!..

787
რუსკა

რუსკა მაყაშვილი „იმედის“ ეთერში ბოდიშს იხდის დედის, თამარ მაყაშვილის განცხადების გამო. ამ უკანასკნელმა „ჩვენი ოჯახის“ ეთერში აღნიშნა, რომ საკუთარ შვილებს ხულოელი ბავშვებივით არ აცმევდა, ბეშუმურ კაბას. ამ განცხადებამ ხულოში მცხოვრებთა გაღიზიანება გამოიწვია და თამარ მაყაშვილს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს. მსახიობმაც მოიხადა ბოდიში და მისმა ქალიშვილმა, რუსკა მაყაშვილმაც.

რუსკა „იმედის დღეს“ ესტუმრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა:

„მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და საზოგადოებას, მაყურებელს მოვუხადო ბოდიში. ჩემი აზრით, უწყინარი ხუმრობა იყო, მაგრამ დედაჩემმა ჩვენი ეთერის საშუალებით გააჟღერა არასწორი სიტყვათა თანწყობა და ამას მოჰყვა საზოგადოებისგან მძიმე რეაქცია. აბსოლუტურად ვეთანხმებით მათ. დიდი იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება ჩვენგან, დედაჩემისგან და ჩემგანაც მიიღებს გულწრფელ ბოდიშს. ეს იყო უწყინარი და დაუფიქრებელი ხუმრობა. კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს. მსგავსი რამ არასდროს განმეორდება. ვინც ჩვენ გვიცნობს, იცის, რომ არ ვართ ცუდი ადამიანები. ხუმრობის დონეზე გაგვექცა. ყველა ბავშვი არის უნიკალური, გადასარევი, ბრჭყვიალა და ასეც უნდა იყოს…“

რუსკა მაყაშვილი: „ვინც დედაჩემს იცნობს, ის ადამიანები მიხვდნენ ამ უწყინარ, უბოროტო ხუმრობას, თუმცა კი ბოდიში აუცილებლად მოსახდელი იყო და მოვიხადეთ!“

მსახიობი თამარ მაყაშვილი „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g