LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რუსკა მაყაშვილი: „კასტინგებზე ყველგან მიწუნებდნენ გარეგნობის გამო – გოგო გრძელი ცხვირით… სტანდარტში ვერ ვჯდებოდი…“

600
რუსკა

საშა კაცმანის პოდკასტში რუსკა მაყაშვილი ამბობს, რომ მას, როგორც მსახიობს, რეჟისორები ხშირად სხვადასხვა მიზეზით იწუნებდნენ, სანამ სანტა კლაუსის და ფიფქიას ცნობილ რეკლამაში არ გადაიღეს:

„ეს ის პერიოდი იყო, კასტინგებზე დავდიოდი და ყველგან მიწუნებდნენ გარეგნობის გამო. რაღაც სტანდარტებში არ ვჯდებოდი, გრძელცხვირიანი გოგო მივედი სანტა კლაუსის და ფიფქიას რეკლამის კასტინგზე. რა თქმა უნდა, ყველა სიმღერა ზეპირად ვიცოდი. სანტას როლზე ირაკლი ჭირაქაძის მოსინჯვა უნდოდათ. მაშინ ირაკლის არ ვიცნობდი. ირაკლიც მოვიდა კასტინგზე, ერთ წამში გავაკეთეთ ის ყველაფერი, რაც უნდოდათ. დამთავრდა კასტინგი, წავედი და ვფიქრობდი, ფიფქიას როლზე ვინ ამიყვანს-მეთქი. 15 წუთში დამირეკეს, აგიყვანეთ შენ და ირაკლი ჭირაქაძეო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g