ვიდეო: „რუსო, და რომ არ გამოგჩენოდა, ვინ გასწავლიდა კრუასანების კეთებას?!“ – თამუნა მუსერიძე მხიარულ კადრებს გვიზიარებს
მარიამ ხულიაშვილი
15.04.2025
317
ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ რვაწლიანი ძებნის შემდეგ ზუგდიდში ბიოლოგიური მშობლები იპოვა.
მისი მამა ზუგდიდში მცხოვრები, ქორეოგრაფი, გურგენ ხორავა აღმოჩნდა.
თამუნა ამჯერად თავის დასთან, რუსუდან ხორავასთან ერთად გადაღებულ მხიარულ კადრებს გვიზიარებს, სადაც ამბობს რომ მას კრუასანის გამოცხობა ასწავლა.
„რუსო, და რომ არ გამოგჩენოდა, ვინ გასწავლიდა კრუასანების კეთებას. ელარჯიდან კრუასანებზე გადმოგიყვანე და ცოტა ხანში ყავის სმასაც დაგაწყებინებ“, – ამბობს ვიდეოში თამუნა მუსერიძე.