რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ავტომობილში მძღოლი ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
დაშავებულია ორი ადამიანი. ერთ-ერთი მძღოლია, ხოლო მეორე გამვლელი ქალი. ის სასწრაფომ კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, პაციენტს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება
აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ავტომობილში დამონტაჟებული გაზის ბალონიდან ბუნებრივი აირის გაჟონვაა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციის გარკვევას ფორტუნა შსს-ში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ,
