LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რუსთავში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც ერთი აფეთქდა

109
ავარია - აფეთქება

რუსთავში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც ერთი აფეთქდა.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე ხეს შეეჯახა, აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ავტომობილში მოთავსებული გაზის ბალონის გამო მოხდა.

ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან მგზავრები თვითმხილველებმა გადმოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები