LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რუსუდან, დღეს შენს შვილებს აცრემლებული, სავსე დარბაზი ნახევარი საათი უკრავდა ტაშს და არ უშვებდნენ სცენიდან…“ – ჯოხაძეების შესანიშნავი შესრულება

3516
მაგდა და ანრი ჯოხაძეები

ბესო მახარაშვილი ავრცელებს ანრი, მაგდა და ომარ ჯოხაძეების სიმღერის კადრებს კონცერტიდან, რომელიც ანტრიმ 3 მარტს გამართა და დედის, კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძის ხსოვნას მიუძღვნა. და-ძმასთან ერთად კომპოზიცია შეასრულა ახალგაზრდულმა კაპელამ მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით.

ვიდეოს ავტორი წერს:

„ყველაზე მეტად დედას უხაროდა ჩვენი ერთად სცენაზე დანახვაო, მაგრამ ამ ოჯახის ერთად სცენაზე ხილვა ყველას სიამოვნებას გვანიჭებს და სიამაყით გვავსებს, მით უმეტეს, „ფესვების“ ასე გენიალურად შესრულება❤ რუსუდან, დღეს შენს შვილებს აცრემლებული, სავსე დარბაზი ნახევარი საათი უკრავდა ტაშს და არ უშვებდნენ სცენიდან👏👏👏👏მჯერა, დღეს შენი ნათელი სული ზეიმობს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g