ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომლის მიერ შექმნილმა სოციალურმა პროექტმა – „ვეძებ“ არაერთ ოჯახს აპოვნინა გასხვისებული შვილი, სოციალურ ქსელში მორიგ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც თამუნა მუსერიძე წერს, ცნობილი გახდა კიდევ ერთი გენეტიკური ტესტის პასუხი და გაშვილებულმა გოგომ ბიოლოგიური ოჯახი იპოვა.
„საახალწლო სასწაულით მოვედი. გაშვილებული გოგონა წლებია ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს. დღეს ტესტის პასუხები მოვიდა. თურმე ოჯახიც ეძებდა.
დედამ სიღნაღის სამშობიაროში, 1991 წელს იმშობიარა, უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და რომ სამშობიაროს სასაფლაოზე დაკრძალავდნენ. ხოდა, აი დღეს ტესტის პასუხები მოვიდა“, – წერს თამუნა მუსერიძე და კადრებს აქვეყნებს.
