უკრაინის სახალხო გმირი, ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ საჭიროა ქუჩაში მეტი პროტესტი და პრობლემებზე ღიად საუბარი.
მისივე თქმით, თუ ხალხმა ხმა არ ამოიღო, ხელისუფლება ისევ გააგრძელებს დემაგოგიას და რუსულ პროპაგანდას.
„არცერთი პარტიის წევრი არ ვარ. არცერთი მებრძოლი, ვინც აქ არის, პარტიის წევრი არ არის, პოლიტიკის გამო აქ არცერთი არ არის. ისინი აქ არიან სამშობლოს სიყვარულის გამო. საზოგადოების ხმამაღალი სიტყვაა საჭირო. საზოგადოება სამწუხაროდ, მარტო სოციალურ ქსელებში გამოხატავს თავიანთ პროტესტს, გამოსვლა და დიდი პროტესტის გამოხატვაა საჭირო.
ყველაზე გათახსირებული რუსიც არ იტყოდა იმას, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა. საჭიროა ქუჩაში პროტესტი და ყველაფერზე მეტია სალაპარაკო. თუ ხალხმა ხმა არ ამოიღო, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ისევ გააგრძელებს დემაგოგიას და რუსულ პროპაგანდას“, – განაცხადა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, რომ 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
ამავე თემაზე:
VIDEO: „აქედან სოხუმში წავალთ“ – მირო ვანაძე უკრაინაში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას ვიდეოს აქვეყნებს
„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე