საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს მოვალეობის უკეთ შესასრულებლად სპეციალური ვერტმფრენები სჭირდებათ, რომელთაც უფრო მეტი მოდიფიკაცია აქვს და უკეთ მანევრირება შეუძლიათ.
„ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია დგას ეს საკითხი და აუცილებლად…უკვე აი რამდენჯერ უნდა მოხდეს ხო… ამას უნდა სპეციალური ვერტმფრენები, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურებს ჰყავთ. მთელ მსოფლიოში ასეა…
სპეციალურ ვერტმფრენებს მოდიფიკაციებიც ისეთი აქვს, რომ უფრო მეტი მანევრირება შეუძლია და მეტი საშუალებები აქვს ადამიანების გადასარჩენად“, – აცხადებს სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე.