ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო და გოგონა რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ცნობილი ჩოგბურთელის ცხოვრებას.
შარლოტა ჰელენა საქართველოში თავს ბედნიერად გრძნობდა და ამის შესახებ მან “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზეც არაერთხელ დაწერა. ივლისის ბოლოს კი კორონავირუსს მადლობა გადაუხადა, რომ საქართველოში მოუწია კარანტინის გატარება და შეყვარებულთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა.
ცოტა ხნის წინ, შარლოტამ მისი დაბადების დღის წვეულების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ბასილაშვილის საცოლემ დაბადების დღე ახლო მეგობრების წრეში და რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანთან ერთად აღნიშნა.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლესთან ნეკა დოროყაშვილთან რთული ურთიერთობა აქვს. ყოფილი მეუღლე ჩოგბურთელს ძალადობაში ადანაშაულებს.
ბასილაშილს ნეკა დოროყაშვილთან და მცირეწლოვან შვილთან მიახლოება აკრძალული აქვს.