მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, ინტერნეტში აქამდე უცნობი ვიდეო ვრცელდება. ვიდეო 2018 წელსაა გადაღებული, როდესაც პრინც ჰარიზე ახლადდაქორწინებული მეგან მარკლი დედოფალ ელისაბეტთან ერთად პირველი ოფიციალურ ვიზიტზე გამოჩნდა.
ახალ ვიდეოში ჩანს, რომ დედოფალი და მეგან მარკლი ჩეშირის საგრაფოში ვიზიტის შემდეგ მანქანაში სხდებიან, დედოფალი კი მეგანს მუხლებზე თავის პლედს უზიარებს. მედიაში დღეს ეს ვიდეო იმის დასტურად გავრცელდა, რომ თავად დედოფალსა და მეგანს ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ.