LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო, სადაც თორდია ფიგურირებს, სუს-მა გაავრცელა – ნიკა მელია

47

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ლაშა თორდია ფიგურირებს, სუს-მა ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაავრცელა.

“ბატონი ფარცხალაძე არათუ დაახლოებული პირია, არამედ ძალოვანი უწყებების არაფორმალური მმართველია. ის არათუ გავლენით სარგებლობს, არამედ მართავს სამართალდამცავ უწყებებს. ის ჩანაწერი, რომელიც გაავრცელა სუს-მა პროკურატურასთან და შსს-სთან ერთად, არის ფარცხალაძის დავალებით შესრულებული. ჩვენ ქვეყანას არც შს მინისტრი არ ჰყავს და არც პრემიერ- მინისტრი, რომელსაც ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. ამ ვიდეოს გავრცელება ადასტურებს, თუ რამდენად კრიმინალური კლანი მართავს ქვეყანას”, – განაცხადა მელიამ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს სავარაუდოდ იარაღით ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები